loader

რას ეხება ცნობა, რომელიც ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე ეკლესიიდან წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ეხება ცნობა, რომელიც ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე ეკლესიიდან წარადგინა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის საქმის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა მტკიცებულებებს შორის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა, რომელიც ჯიბღაშვილის პიროვნულ დახასიათებას ეხება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უდავო გახადა.

როგორც ჯიბღაშვილის ადვოკატი ანა კოტეტიშვილი აცხადებს, რადგან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, ყველა მტკიცებულება უდავო გახადეს.

"ლევან ჯიბღაშვილი მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს, შესაბამისად, მტკიცებულებები უდავოდ მივიჩნიეთ. ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი", - განაცხადა კოტეტიშვილმა.

ლევან ჯიბღაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ცნობისთვის, ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცველებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი, ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.