loader

ბორჯომში 2 არასრულწლოვან გოგონას ეძებენ - როგორ გამოიყურება მიტოვებული შენობა, სადაც მათი ტელეფონები და მაისურები იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბორჯომში 2 არასრულწლოვან გოგონას ეძებენ - როგორ გამოიყურება მიტოვებული შენობა, სადაც მათი ტელეფონები და მაისურები იპოვეს

ბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ისინი მეცხრეკლასელები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლეები დილით სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია. გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან.

„პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები“,-აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.

რეპორტაჟს ადგილიდან borjomi.tv ავრცელებს.

ასევე იხილეთ: "გაბრაზებულები წასულანო, ვისზე იძიეს შური, ვერ გეტყვით" - რას ჰყვებიან ახლობლები ბორჯომში გაუჩინარებულ გოგონებზე

"თითქოს, ადრეც იყვნენ გაუჩინარებული და გამოჩნდნენო?" - რას პასუხობს ბორჯომის სკოლის დირექტორი გაუჩინარებულ გოგონებზე