loader

ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, იმასაც, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი - "ჩაინა ლილო სითის" ბაზრობის დირექტორი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, იმასაც, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი - "ჩაინა ლილო სითის" ბაზრობის დირექტორი

ამ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა. არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის, იმასაც, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი. ამის შესახებ „ჩაინა ლილო სითის“ წარმომადგენელმა ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მეხანძრეების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებული იყო, როდესაც მეხანძრეებს წყალი არ ჰქონდათ და ცეცხლი ისევ გაღვივდა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არაფერს გამორიცხავდა და „სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლაზე“ ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ლილოში, ე.წ. ჩინელების ბაზრობაზე ხანძარს 17 სახანძრო ბრიგადა აქრობს.

ასევე იხილეთ: ძლიერი ხანძარი ლილოში - ცეცხლს 17 სახანძრო ებრძვის