loader

კასპში სახლის ეზოში მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კასპში სახლის ეზოში მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრეს

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, შუახნის მამაკაცი მოკლეს, მის მეუღლე კი დაჭრეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.