loader

ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა, დაიტბორა ქუჩები - კადრები სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა, დაიტბორა ქუჩები - კადრები სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან

ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 20-მდე შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, შეტყობინებები ძირითადადად ხის წაქცევებს, ტოტები ჩამოვარდნასა და ქუჩებზე წყლის დონის მომატებას, ასევე, რამდენიმე სახლში წყლის შესვლას ეხება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ყველა ლოკაციაზე გასულები არიან მაშველები. შეტყობინებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძირითადად დიდუბე-ჩუღურეთიდან და ვაკე-საბურთალოდან შევიდა.