loader

ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძრის გახსნაზე

ბოდბეში, ახლად გახსნილ ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პანაღიით დააჯილდოვა, ხოლო ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭა.

პატრიარქმა დღეს ასევე სიგელებით დააჯილოდოვა ყველა, ვისაც წვლილი მიუძღვის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მშენებლობაში და სასულიერი პირები.

ბოდბის დედათა მონასტერის ახლად გახსნილ ტაძარში წირვაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის წევრები, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდნენ.

ასევე იხილეთ: სალომე ზურაბიშვილის "ლაივი" სადღესასწაულო ტრაპეზიდან