loader

"ხელი გამიშვი!" - ოპოზიციის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივისტი თამარ ჩერგოლეიშვილისა და გია ბარამიძის შვილებს თავს დაესხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი გამიშვი!" - ოპოზიციის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივისტი თამარ ჩერგოლეიშვილისა და გია ბარამიძის შვილებს თავს დაესხა

მთაწმინდის #18 საოლქო საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებს, რომლებიც თამარ ჩერგოლეიშვილისა და გია ბარამიძის შვილები არიან, თავს დაესხა. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერებს: კატო კოპალეიშვილს და ანა ბარამიძეს „ქართული ოცნების“ აქტივისტი ანა გელოვანი მას შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად, რაც აქტივისტები ცდილობდნენ ტელეფონით საარჩევნო პრეცესის გადაღებას.

ამის შემდგომ, როგორც ხოშტარია აცხადებს, თავად ანი გელოვანი საარჩევნო უბანზე უკვე აღარ იმყოფებოდა და უკანა გასასვლელიდან გავიდა. რაც შეეხება დაზარალებულ ორ აქტივისტს, ისინი პოლიციამ დაკითხა.

„კიდევ ერთ უბანზე მოხდა ძალადობრივი ფაქტი. ეს არის ატმოსფერო, რომელიც შეშინებულმა "ქართულმა ოცნებამ" ყველა უბანზე შექმნა. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს აქტივისტი, რომელიც იღებს ვითარებას და სწორედ ამ გადაღებამ გააღიზიანა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანი გელოვანი და ის პირდაპირ თავს დაესხა ჩვენს აქტივისტებს. ცხადია, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, ამის შემდგომ კი ანი გელოვანი იმალება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ასევე იხილეთ: "წადი, თორემ შენ მოგი***ნავ " - ოპოზიცია მორიგ ვიდეოს ავრცელებს

"გაიწიე, თორე გაგჭრი შუაზე" - რა ვიდეოს ავრცელებს ელენე ხოშტარია