loader

სოფელ აგარაში მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლს 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, ერთი მამაკაცი კი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ აგარაში მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლს 10-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, ერთი მამაკაცი კი მოკლა

სოფელ აგარაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით ცოლი დაჭრა, ერთი მამაკაცი კი მოკლა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება დანაშაულის ჩამდენ პირს, ის იდენტიფიცირებულია, თუმცა დაკავებული არ არის.

უწყების ინფორმაციითვე, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.