loader

Wall Street Journal: კიმ ჩენ ინის ნახევარძმა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის მუშაობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Wall Street Journal: კიმ ჩენ ინის ნახევარძმა ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის მუშაობდა

კიმ ჩენ ინის ნახევარძმა კიმ ჩენ ნამი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი აქვეყნებს. 2017 წლის თებერვალში კიმ ჩენ ნამი მალაიზიაში ყოფნის დროს კუალა-ლუმპურის აეროპორტში მოკლეს.

გამოცემის ინფორმაციით, ის კუალა-ლუმპურში CIA-ს საკონტაქტო პირს უნდა შეხვედროდა. ამასთანავე, არაა გამორიცხული მისი სხვა ქვეყნის დაზვერვებთან თანამშრომლობაც.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმამ ცხოვრების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყანაში გაატარა.