ახალციხის რაიონის სოფელ აწყურიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ბიძგები იგრძნობოდა. 3,5 და 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.