loader

აქციის მონაწილეთა სასტიკი დარბევა ხელჯოხებით ჰონგ კონგში - შეტაკებისას დაშავებულია მიტინგის 72 მონაწილე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციის მონაწილეთა სასტიკი დარბევა ხელჯოხებით ჰონგ კონგში - შეტაკებისას დაშავებულია მიტინგის 72 მონაწილე

ჰონგ კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციის თანამშრომლებმა დემონსტრანტების დაშლა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენებით სცადეს.

დემონსტრანტებმა, რომელთა დიდ ნაწილს სტუდენტები წარმოადგენენ, დღეს დილიდან სამთავრობო შენობებთან მისასვლელი ცენტრალური გზები გადაკეტეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ბლოკადის მოხსნისა და რაც შეიძლება სწრაფად დაშლისკენ მოუწოდეს, თუმცა საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დემონსტრაციები იქამდე გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება ექსტრადირების შესახებ კანონის მიღებაზე უარს არ იტყვის.

დღეს პარლამენტში კანონპროექტის მეორედ მოსმენა უნდა გამართულიყო.