loader

სტიქია ხარაგაულში: პარალიზებულია გზები, ჩაწყვეტილია ხიდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტიქია ხარაგაულში: პარალიზებულია გზები, ჩაწყვეტილია ხიდი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქია განმეორდა. ძლიერმა წვიმამ ამჯერად სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

მერიის ინფორმაციით, პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. შლამით დაიფარა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან. სტიქიამ დააზიანა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი.

ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.