loader

რა ხდება ამ წუთებში კანცელარიასთან, სადაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში კანცელარიასთან, სადაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ ლგბტ აქტივისტი და აქციის ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც ლგბტ აქტივისტებმა განაცხადეს, ისინი დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიანი აქციის გამართვას აპირებდნენ, რის უფლებასაც მათ ასევე კანცელარიასთან მყოფი კონტრაქციის მონაწილეები არ აძლევენ.

გიორგი თაბაგარის დაკავებას წინ უძღოდა ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადება.

როგორც მან კანცელარიასთან თავის მხარდამჭერებთან ერთად ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში არანაირი ლგბტ აქცია და "გეი პრაიდი" არ ჩატარდება.

მისივე განმარტებით, უკვე ხვალისთვის დააანონსებენ მოძრაობას და გადაწყვეტენ, როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა "ლგბტ პრაიდის" ჩატარებას თბილისში.

ამ დროისთვის კანცელარიასთან მობილიზებულია პოლიცია.

ასევე იხილეთ: გახარია, შე კაი კაცო, მოდი და მოგვიხადე ბოდიში!... მაინცდამაინც ისე უნდა ვხაოდეთ და ვღნაოდეთ, როგორც ნარკომანები ღნაოდნენ?! - ლევან ვასაძე

შეხლა-შემოხლა პოლიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის - დაკავებულია 4 ადამიანი

ჩემი აქ მოსვლის მიზანია, არ დავშვათ გარყვნილების ზეიმი ჩვენს ქვეყანაში - ლევან ვასაძე ლგბტ აქტივისტების აქციის ადგილას მივიდა

"პიდარასტი" არის სამედიცინო ტერმინი... მათი მიზანია ჩვენი გაუპატიურება, სულიერი და ფიზიკური" - გურამ ფალავანდიშვილი

"რატომ არ აკავებთ, ხალხნო, ტელეფონი დამიგდო, წამართვა მეთქი - გეუბნებით" - კონტრაქციის მონაწილემ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო