loader

შეხლა-შემოხლა პოლიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის - დაკავებულია 4 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეხლა-შემოხლა პოლიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის - დაკავებულია 4 ადამიანი

შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიასთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით კონტრაქციის 4 მონაწილეა დაკავებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე კონტრაქციის 4 მონაწილე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს. აღნიშნული პირები შეეცადნენ გაერღვიათ სამართალდამცველთა კორდონი, რომელიც შეკრებილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმდინარე ორ აქციას შორის იყო მოწყობილი. სამართალდამცველებმა მათ საპირისპირო აზრის მქონე ჯგუფთან მიახლოების, ასევე სიტუაციის ესკალაციის უფლება არ მისცეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგილზე დააკავეს. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ამ წუთებში კანცელარიასთან ლგბტ აქციის მონაწილეებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონი დგას.

ასევე იხილეთ: გახარია, შე კაი კაცო, მოდი და მოგვიხადე ბოდიში!... მაინცდამაინც ისე უნდა ვხაოდეთ და ვღნაოდეთ, როგორც ნარკომანები ღნაოდნენ?! - ლევან ვასაძე

რა ხდება ამ წუთებში კანცელარიასთან, სადაც ვითარება უკიდურესად დაიძაბა

ჩემი აქ მოსვლის მიზანია, არ დავშვათ გარყვნილების ზეიმი ჩვენს ქვეყანაში - ლევან ვასაძე ლგბტ აქტივისტების აქციის ადგილას მივიდა

"პიდარასტი" არის სამედიცინო ტერმინი... მათი მიზანია ჩვენი გაუპატიურება, სულიერი და ფიზიკური" - გურამ ფალავანდიშვილი

"რატომ არ აკავებთ, ხალხნო, ტელეფონი დამიგდო, წამართვა მეთქი - გეუბნებით" - კონტრაქციის მონაწილემ ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო