loader

პოლიციამ მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 56 წლის მამაკაცი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 56 წლის მამაკაცი დააკავა

სამართალდამცველებმა კალაუბნის ქუჩაზე 56 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მაღაზიის გაქურდვას ცდილობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებული პირი ქურდობისთვის წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი, 1963 წელს დაბადებული ა.ა. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ა.ა. ღამით, ​თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ამავე ქუჩაზე მდებარე მაღაზიების გაქურდვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.