loader

ლეგენდარული იტალიელი კინორეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლეგენდარული იტალიელი კინორეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი კინორეჟისორი და პროდიუსერი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. 

რეჟისორი 96 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა.

ძეფირელის ფილმებში ცნობილი მსახიობები ელიზაბეტ ტეილორი, რიჩარდ ბარტონი და სხვები თამაშობდნენ. ის ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე. 90-იან წლებში ძეფირელი ორჯერ გახდა იტალიის სენატის დეპუტატი. ის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის პარტიის მიერ იყო წარდგენილი.