loader

შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე არაერთი კანონსაწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ და ისინი დაამყარებენ წესრიგს.