loader

"არ ვიცი, რაინდი ვინ არის, დღეს დილით გამოძიება უკანონო ფორმირების მუხლით დავიწყეთ" - ნათია მეზვრიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვიცი, რაინდი ვინ არის, დღეს დილით გამოძიება უკანონო ფორმირების მუხლით დავიწყეთ" - ნათია მეზვრიშვილი

არავის უნდა გაუკვირდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ვასაძის განცხადებაზე უკვე მოახდინა რეაგირება - დღეს დილით გამოძიება უკანონო ფორმირების მუხლით დავიწყეთ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, იმუნიტეტით ამ ქვეყანაში ვერავინ ისარგებლებს, მით უმეტეს, როდესაც ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას.