loader

ვასაძე: ჩვენი ჯგუფები შედგენილია, ჩვენ ღილაკის ერთი დაჭერით გავჩნდებით იქ, სადაც არ დაემორჩილებიან სამინისტროს რეკომენდაციას და მივაბრძანებთ იქიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვასაძე: ჩვენი ჯგუფები შედგენილია, ჩვენ ღილაკის ერთი დაჭერით გავჩნდებით იქ, სადაც არ დაემორჩილებიან სამინისტროს რეკომენდაციას და მივაბრძანებთ იქიდან

ვაუქმებთ პატრულირებას, - ამის შესახებ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს, ლევან ვასაძემ განუცხადა. ლევან ვასაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი შს სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ლევან ვასაძემ შს სამინისტროს სწორი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები პატრულირებას განაახლებენ.

ცნობისთვის, შსს-მ სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ლევან ვასაძის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

ასევე იხილეთ: ვიცოდი, რომ დამცინებდნენ, "გოიმს" დამიძახებდნენ კომბლესთვის - ლევან ვასაძე