loader

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 10 ივნისის განკარგულებაშია აღნიშნული. კერძოდ, საუბარია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტ პლუს ჯორჯიაზე". განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61 მისო ფუნქციონირებდა; ხოლო 15 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში 57 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 15-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 72 მისო იყო რეგისტრირებული.