loader

სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ შეანგრიეს არასრულწლოვნებმა "აიპლუსის" მაღაზია ლოდებით და მობილური ტელეფონები წაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებში ჩანს, როგორ შეანგრიეს არასრულწლოვნებმა "აიპლუსის" მაღაზია ლოდებით და მობილური ტელეფონები წაიღეს

თბილისში, პეკინის 11 ნომერში მდებარე "აიპლუსის" მაღაზია გაძარცვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" "აიპლუსიდან" აცნობეს. როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მძარცველებმა მაღაზიის წინა ფასადი ჩაამტვრიეს და მაღაზიის ვიტრინაში მდებარე ძვირად ღირებული მობილური ტელეფონები წაიღეს.

სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, მძარცველები სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ.

ამ წუთებში ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ მოხდა სხვა ტექნიკის მაღაზიების ძარცვაც.

შეგახსენებთ, რომ "აიპლუსის" მაღაზია რამდენიმე თვის წინაც გაქურდეს.