loader

"რა მოტივი აქვს, მან უნდა დააზუსტოს" - გიგა ბოკერიას პასუხი ლევან ვასაძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა მოტივი აქვს, მან უნდა დააზუსტოს" - გიგა ბოკერიას პასუხი ლევან ვასაძეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ბიზნესმენ ლევან ვასაძეს "დეგრადირებულ კლოუნს" უწოდებს. როგორც ბოკერიამ მისი მისამართით ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საპასუხოდ განაცხადა, მთავარი პრობლემა არა ვასაძის განცხადებები, არამედ ისაა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც სამოქალაქო მშვიდობის დაცვა არ შეუძლია.

ბოკერიამ ასევე ზოგადად განვითარებული პროცესებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პროპაგანდისტული ოპერაცია, რომ თურმე უმცირესობის ელემენტარული უფლებების დაცვა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ინსტიტუტებს, რაც არის ტყუილი და სისულელე.