X
"უსირცხვილო!" "მონებო!" - საპროტესტო აქცია სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან
20:22 / 19-06-2019
სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებენ, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესიას ესწრება.

მათი თქმით, სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია და ის იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ აფხაზეთის ომში. ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, რუსი დეპუტატის ინიცირებული კანონპროექტით 2011 წელს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმებს დიდი დახმარება გაეწიათ. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ადამიანი პუტინის იდეოლოგიური მოკავშირეა და არ უნდა ჩამოდიოდეს საქართველოში.

შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის 26-ე სესია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ: "მოღალატეებო, ნაძირლებო, მონებო, თქვენი დედაც...!" - ხმაური და შეძახილები აქციაზე, სადაც რუსი დეპუტატის ჩამოსვლას აპროტესტებენ
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
რა ხდება ვალუტის ჯიხურებში მას შემდეგ, რაც ლარი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
"კაცს დაგიყენებ, როგორ შიმშილობ, უნდა შეგამოწმოო! - ეს მღვდელია?!.." - უგულავა მამა დავით ისაკაძეზე
რუსი ოლიგარქის აღშფოთებული ქართველი ცოლის ლაივ-ჩართვა "რ2"-ის ოფისთან - "თავს კოშმარულად ვგრძნობ, გეგონება შემაფურთხეს"