X
ბიძის მიერ 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ფსიქიატრს 20 ათასლარიანი გირაო შეეფარდა - ფსიქიატრის ადვოკატის პირველი კომენტარი სასამართლოს შემდეგ
19:13 / 20-06-2019
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილა და ექიმ-ფსიქიატრ თამარ ალადაშვილს აღმკვეთის ღონისძიების სახედ არასაპატიმრო ფორმა, კერძოდ 20 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.
გირაოს გადახდის ბოლო ვადად მოსამათლემ 20 დღე განსაზღვრა. პროკურატურა თამარ ალადაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. როგორც პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ განაცხადა, არსებობს ბრალდებულის მიერ მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების განადგურების და ქვეყნიდან მიმალვის საფრთხე. დაცვის მხარე კი თამარ ალადაშვილის მიმართ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების ითხოვდა.
ექიმი-ფსიქიატრი თამარ ალადაშვილი, რუსთავში ბიძის ვალერი ირემაძის მიერ 13 წლის ძმისშვილის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 2 დღის წინ დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს.
Autoplay
პოპულარული
ირანის ხელისუფლება მალავს რეალურ ინფორმაციას დაავადებულების შესახებ - რას ჰყვება ფერეიდნელი ქართველი ირანში კორონავირუსის გავრცელებაზე
შეცვლიან თუ არა გახარიას რამდენიმე დღეში და ვინ იქნება შემდეგი პრემიერი?
ქართველი "ლუი ანდერსონი", რომელიც 3 წლის წინ, მთელმა საქართველომ შეიყვარა, უმძიმეს მდგომარეობაშია