რა ვითარებაა ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან, სადაც გუშინ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს
09:47 / 21-06-2019
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარაზისხევში და პარლამენტის წინ ამ დროისთვის სიმშვიდეა. თუმცა, ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები. ფილარმონიის წინ ასევე რჩება ავტომანქანა, რომელიც დემონსტრანტებმა დღეს დილით დაამტვრიეს.