loader

"25-წლიანი ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა სურვილი გამოვთქვა პროტესტი... სა­ქარ­თვე­ლო იყო, არის და იქ­ნე­ბა" - ნინო კასრაძე რობერტ სტურუას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"25-წლიანი ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა სურვილი გამოვთქვა პროტესტი... სა­ქარ­თვე­ლო იყო, არის და იქ­ნე­ბა" - ნინო კასრაძე რობერტ სტურუას მიმართავს

მსა­ხი­ო­ბი ნინო კას­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს რო­ბერტ სტუ­რუ­ას მი­მარ­თავს და მის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სტუ­რუამ ბო­ლოდ­რო­ინ­დე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა: "ბო­როტ­მა სულ­მა იმარ­ჯვა... ნა­ცის­ტე­ბი ზე­ი­მო­ბენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!"

ამ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნინო კას­რა­ძე, საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი პოს­ტით:

"ვინც მიც­ნობს, კარ­გად იცის, რომ არც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვარ და არა­სო­დეს არც ერთ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ... მაგ­რამ დღეს (ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის კონ­ტექ­სტში) არაფ­რით არ შე­მიძ­ლია გავ­ჩერ­დე და ჩემი აზრი არ გა­მოვ­თქვა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის, რო­ბერტ სტუ­რუ­ას ფე­ის­ბუქ პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით... მეს­მის, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი გა­აჩ­ნია, მეს­მის რომ აზ­რის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უზე­ნა­ე­სია, ჰოდა, ვსარ­გებ­ლობ ამ უზე­ნა­ე­სი უფ­ლე­ბით...
ბა­ტო­ნო რო­ბერტ, გუ­შინ და გუ­შინ­წინ რუს­თა­ველ­ზე ახალ­გაზ­რდე­ბი იდ­გნენ, სტუ­დენ­ტე­ბი, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, ჩემი სა­ლო­მეს და თქვე­ნი ელე­ნეს თა­ნა­ტო­ლე­ბი. ზუს­ტად ისი­ნი, ვინც ხვალ ის ჯან­სა­ღი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა და­ა­კომ­პლექ­ტოს, რო­მელ­ზეც ყვე­ლა ვოც­ნე­ბობთ. მეც ჩემს შვი­ლებ­თან ვი­დე­ქი, აბა, მარ­ტო ხომ არ დავ­ტო­ვებ­დი, ანდა ხომ არ ვა­ი­ძუ­ლებ­დი სახ­ლში დარ­ჩე­ნას?! ანდა რა უნდა მეთ­ქვა, პრო­ტეს­ტი რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ, მო­გეჩ­ვე­ნათ ეს ყვე­ლა­ფე­რი-თქო?!
მე იქ ბო­რო­ტი სული არ მი­ნა­ხავს, არც ნა­ცის­ტე­ბის ზე­ი­მი მი­ნა­ხავს, ზე­ი­მი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის... პი­რი­ქით, ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო ახლა იბა­დე­ბა - უკომ­პრო­მი­სო, პატ­რი­ო­ტი და, სამ­წუ­ხა­როდ, ზოგი ცალ­თვა­ლა...
25-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და აღ­ტა­ცე­ბით სავ­სე ურ­თი­ერ­თო­ბის მან­ძილ­ზე, პირ­ვე­ლად გა­მიჩ­ნდა გა­და­უ­ლა­ხა­ვი სურ­ვი­ლი გა­მოვ­თქვა პრო­ტეს­ტი. პრო­ტეს­ტი თქვე­ნი პო­ზი­ცი­ის მი­მართ, რომ თით­ქოს “სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის”! სა­ქარ­თვე­ლო იყო, არის და იქ­ნე­ბა!!!!" - წერს ნინო კას­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.