loader

ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 2 ადამიანი გარდაიცვალა - მძიმეა ერთ-ერთის დედის და 10 წლის გოგონას მდგომარეობაც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 2 ადამიანი გარდაიცვალა - მძიმეა ერთ-ერთის დედის და 10 წლის გოგონას მდგომარეობაც

ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ქუთაისის დამწვრობის ცენტრის დირექტორის ზურა უგრეხელიძის ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 85%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. ამასთან, ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა აფეთქებისას დაშავებული ქალი. გარდაცვლილი მამაკაცის დედა კი მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მძიმეა ათი წლის გოგონას მდგომარეობაც. შეგახსენებთ, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქება 18 ივნისს მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.