loader

არჩილ თალაკვაძის პირველი სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არჩილ თალაკვაძის პირველი სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში

პარლამენტმა 94 ხმით ერთხმად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და არჩევის პროცესში მონაწილეობდა ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
კენჭისყრამდე კი თალაკვაძემ პარლამენტს 20-წუთიანი გამოსვლით მიმართა.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

სახელმწიფო ჰიმნის დასრულების შემდეგ თალაკვაძემ თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და პარლამენტის სხდომას უძღვება.