X
შეიძლება მათ ადმინისტრაციული ან რაღაც ასეთი დაარღვიეს, მაგრამ რაც გავრილოვის შემოყვანით და გახარიას პასუხისმგებლობით მოხდა, ეს ასჯერ და ათასჯერ უფრო მძიმეა - სანდრა რულოვსი ნიკა მელიას საქმეზე
21:28 / 25-06-2019
შეიძლება მათ ადმინისტრაციული ან რაღაც ასეთი დაარღვიეს, მაგრამ რაც გავრილოვის შემოყვანით და გახარიას პასუხისმგებლობით მოხდა, ეს ასჯერ და ათასჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე რაც შუაში მოხდა"- ამის შესახებ ჟურნალისტებს, სანდრა რულოვსმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
სანდრა რულოვსის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს. დანაშაული ოპოზიციურ პარტიებს გადააბრალოს. მისი განცხადებითვე, პროკურატურას ნიკა მელიას დაკავების სამართლებრივი საფუძვლები არ აქვს.
"მე საქართველოში აქციის დაშლის დღეს არ ვიყავი და მეორე დღეს ჩამოვედი. მე ვთვლი, რომეს დღევანდელი მთავრობის მიერ ხალხისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის გადაბრალებაა, რაც არ გამოუვა და პოლიტიკური ფიასკოთი დამთავრდება. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კოლაბორაციულ მთავრობასთან, რომელმაც შემოიყვანა რუსი დეპუტატი ჩვენს პარლამენტში. ამის გამო, რა თქმა უნდ,ა ხალხი საპროტესტოდ გამოვიდა და რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ირგანოში შესვლა უნდოდათ. ეს ყველაფერი ხალხთან ერთად და ხალხის ძალით ხდებოდა. შეიძლება მათ ადმინისტრაციული ან რაღაც ასეთი დაარღვიეს, მაგრამ რაც ამის შემდეგ და მანამდე მოხდა, ეს ორივე, რაც გავრილოვის შემოყვანით და მერე რაც გახარიას პასუხისმგებლობით მოხდა, ეს ასჯერ და ათასჯერ უფრო მძიმეა, ვიდრე რაც შუაში მოხდა. მელიას დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ. შეიძლება ეს რაღაც ადმინისტრაციული დარღვევა იყოს ან რამე, მაგრამ რუსი დეპუტატის პარლამენტში შემოყვანა ეს ღალატია. მერე ხალხის და ახალგაზრდების დასჯა იმ ფორმით რაც ჩვენ ვნახეთ, ასობით ადამიანი სავადმყოფოში მოხვდა, თვალები დაკარგა და დაინვალიდდა ეს ათასჯერ უფრო მძიმეა. მოდი, ვნახოთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“გაგვაჩუმა მთელი ოჯახი“ - პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის უხერხული კადრები გაიპარა, გუგა ქაშიბაძე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
“ალტერნატიული “ცხელი ხაზი“, 4000 პირბადე, 1100 სადეზინფექციო ხსნარი“ - კოვიდინფიცირებულები უფასო დახმარების მიღებას შეძლებენ
“ქართულ უკრაინული ოჯახიც შედგა“ - გიორგი ბარამიძე დაქორწინდა
მეცნიერებმა გამოიგონეს ხელოვნური კანი, რომელსაც ტკივილის შეგრძნება შეუძლია
“დღეს “სითი მოლში“ ნახეს ქალბატონი რომელიც შოპინგობდა, არადა მას დადასტურებული კოვიდი აქვს!“- ია ფარულავა მოსახლეობას აფრთხილებს
“რაც ნოდარა მელაძეა ტვ პირველზე, ეთერში სულ ეგ ზის“- თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
ამაღელვებელი ვიდეო - ქართველმა მასწავლებელმა მოსწავლეს, რომელიც ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა, მობილური აჩუქა