Iplus-ი აქვეყნებს კადრებს, რომელშიც ჩანს პირი, რომელიც მიბჯენილი დანით დაატარებს Iplus-ის გამყიდველ გოგონას და ნივთებს ამსხვრევს
15:30 / 26-06-2019
როგორც "აიპლუსის" კომუნიკაციის მენეჯერმა გოგა თირქიამ განაცხადა, მძარცველმა მძევლად აიყვანა "აიპლუსის" ერთ-ერთი თანამშრომელი და თანხას და ტექნიკას ითხოვდა.
მისი თქმით, ამ დროისთვის იკითხება დაკავებული და ყველა ის თანამშრომელი, ვინც ამ ინციდენტს ესწრებოდა.
რაც შეეხება ზარალს, მისი თქმით, დაზიანებულია ტექნიკა: აიპადები, აიფონები და მაკები, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ ცნობილი არ არის.
მისივე ინფორმაციით, მძევლად აყვანილ გოგონას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს, თუმცა ფსიქოლოგიურ სტრესშია.
ასევე დაგაინტერესებთ: პეკინის ქუჩაზე, "აიპლუსის" მაღაზიის დაყაჩაღების მცდელობისას დაკავებული ახალგაზრდა პოლიციამ გამოიყვანა