loader

"რთულ მდგომარეობაშია ხელისუფლება, თან უნდათ დაჭერა, თან არა" - ნიკა მელიას კომენტარი სასამართლოში შესვლამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რთულ მდგომარეობაშია ხელისუფლება, თან უნდათ დაჭერა, თან არა" - ნიკა მელიას კომენტარი სასამართლოში შესვლამდე

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გუშინ პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე, მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.