loader

ძალადობრივი დემონსტრაცია ჰგავს ღვინოს, რომელიც ძმრად იქცევა - გერმანიის ელჩი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძალადობრივი დემონსტრაცია ჰგავს ღვინოს, რომელიც ძმრად იქცევა - გერმანიის ელჩი

შეკრების უფლება, თავისუფლების ქონა შეკრებისა და დემონსტრაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლებაა. ამის, როგორც საყოველთაო უფლების გარანტირება, აუცილებელია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს უფლება ბოროტად არ იყოს გამოყენებული, მაგალითად დემონსტრაციების ძალადობაში გადაყვანის გზით. ძალადობრივი დემონსტრაცია ჰგავს ღვინოს, რომელიც ძმრად იქცევა. იმავე წამს ასეთი დემონსტრაცია საკუთარ მიზანს ცდება და აზიანებს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რამდენად ეფექტური და შესაფერისი იყო ხელისუფლების პასუხი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებზე, იგულისხმება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, ასევე ერთ-ერთი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მანდატის დატოვება, გერმანელი დიპლომატი პასუხობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მზაობის გამოხატვა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.