loader

"მამა 11 წლის გოგონას გადარჩენას ცდილობდა" - სენაკში, მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამა 11 წლის გოგონას გადარჩენას ცდილობდა" - სენაკში, მდინარეში მამა-შვილი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ცივში მამა-შვილის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მამა-შვილის ძებნა გუშინ ღამით დაიწყეს.

"როგორც მაქვს ინფორმაცია საბანაოდ იყვნენ ჩასული. შემდეგ რა მოხდა არ ვიცი", - განაცხადა კუპრეიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გოგონას გადარჩენას მამა ცდილობდა, რა დროსაც ორივე დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სამძებრო ღონისძიებებში ექვსი მყვინთავი მონაწილეობდა.