loader

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდა - ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდა - ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე იმყოფებოდა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ტრამპი დემილიტარიზებულ ზონაში ვერტმფრენით ჩაფრინდა. ეს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის უკვე მესამე შეხვედრაა. პირველი ისტორიული სამიტი 2018 წელს სინგაპურში გაიმართა.
დონალდ ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მან კიმ ჩენ ინთან შეხვედრისას სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა და რამდენიმე წუთით ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ეს ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მიწვევით გააკეთა.ამის შემდეგ ტრამპი უკან დაბრუნდა.

ასევე იხილეთ: შეხლა-შემოხლა ჩრდილო კორეელ და ამერიკელ ჟურნალისტებს შორის, სადაც ტრამპის პრეს-მდივანი დაშავდა