loader

საქართველოდან რუსეთში ჩაფრენილ მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოდან რუსეთში ჩაფრენილ მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს

მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტში „როსპოტრებნადზორის“ თანამშრომლებმა ბათუმი-მოსკოვის ავიარესისის მგზავრები შეამოწმეს, ეძებდნენ ადამიანებს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„როსბოტრებნადზორის“ თანამშრომლებმა „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავი შეამოწმეს და მგზავრებს უკონტაქტო თერმომეტრით სიცხე გაუზომეს. ამის მიზეზად „რუსეთის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადებების შეტანისა და გავრცელების“ პრევენციული ღონისძიებები სახელდება.

საბოლოოდ, „როსპოტრებნადზორის“ თანამშრომლებმა თვითმფრინავის ბორტზე ბავშვი „გამოავლინეს“, რომელსაც ტემპერატურა 38,0 ჰქონდა.

„მშობლებმა ბავშვის ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს. სხვა დაავადებულები ბორტზე არ აღმოჩნდა“, - აცხადებენ „როსპოტრებნადზორში“.

მგზავრების თვითმფრინავიდან გადმოსხდომა დაახლოებით 40 წუთი შეფერხდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, 8 ივლისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა იკრძალება.