loader

ჯგუფური ჩხუბი არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შორის - N11 არასრულწლოვანთა დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯგუფური ჩხუბი არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შორის - N11 არასრულწლოვანთა დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

N 11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორმა დაწესებულების ხელმძღვანელის გათავისუფლების თაობაზე მინისტრს 27 ივნისს მიმართა, რაც 29 ივნისს დაკმაყოფილდა. N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულების ორ სხვადასხვა ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაც შემდეგომ თანამესაკნეებს შორის ჩხუბით გაგრძელდა. მომხდარის შედეგად ერთი არასრულწოვანი საავადმყოფოშია მოთავსებული.