loader

კადრები შეკვეთილიდან, სადაც ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები შეკვეთილიდან, სადაც ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს

„დაისაჯოს გახარია” ,,არა სისხლიან მთავრობას”, -ამ ლოზუნგებით შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. აქ შეკრებილი არიან ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,ევროპული საქართველოს” რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

,,ჩვენი მოთხოვნები კვლავაც უცვლელია. ,,არა ოლიგარქიას" და ,,არა სისხლიან მთავრობას". ეს ჩვენი მთავარი მესიჯებია, რადგანაც ივანიშვილმა იგრძნოს ის პასუხისმგებლობა, რაც მას ხალხმა დააკისრა"- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ადამიამ.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კარავში სამი პირი შიმშილობს. უსაფრთხოების მიზმით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ავტორი: მაია ჯაგანია