loader

"ფეისბუქი" შეფერხებით მუშაობს - რას ვერ ახერხებს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფეისბუქი" შეფერხებით მუშაობს - რას ვერ ახერხებს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი?

მსოფლიოს მასშტაბით „ფეისბუქი“ შეფერხებით მუშაობს. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მათი სოციალური ქსელის გვერდი შეფერხებით მუშაობს. ისინი აცხადებენ, რომ ვერ ახერხებენ საკუთარი ფოტოების, ალბომებისა და გვერდების ნახვას. ამასთანავე, პირად შეტყობინებაში შეფერხებით იგზავნება სხვადასხვა სახის მასალები თუ ფოტოები. აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ასევე იხილეთ: "FACEBOOK" - ის ადმინისტრაცია შექმნილ შეფერხებას "TWITTER"- ზე ეხმაურება