loader

ძლიერი ბიძგები ლოს-ანჯელესთან: სათვალთვალო კამერის კადრები 6,4 ბალიანი მიწისძვრის სიძლიერეზე სრულ წარმოდგენას შეგიქმნით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი ბიძგები ლოს-ანჯელესთან: სათვალთვალო კამერის კადრები 6,4 ბალიანი მიწისძვრის სიძლიერეზე სრულ წარმოდგენას შეგიქმნით

სამხრეთ კალიფორნიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც მცირედი ნგრევა და ხანძრები გამოიწვია. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. იყო რამდენიმე განმეორებითი ბიძგიც. ეპიცენტრი ლოს-ანჯელესის ჩრდილოაღმოსავლეთით ქალაქ რიჯკრესთან ახლოს დაფიქსირდა. შედეგად ქალაქში ხანძრები გაჩნდა.

მომხდარის გამო ქალაქის რეგიონული საავადმყოფოდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. გეოფიზიკოს ჯონ რანდლის განცხადებით, საბედნიეროდ, ეპიცენტრი დასახლებული პუნქტებიდან შორს იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილი მცირედით მაინც დაშავდა. ისინი სამედიცინო დახმარებას იღებენ.

რიჯკრესში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს მომხდარი მიწისძვრა ყველაზე ძლიერი იყო ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე.