loader

კალიფორნიაში, რამდენიმე დღის ინტერვალით, 2 უძლიერესი მიწისძვრა მოხდა - ავტომობილში დამონტაჟებულმა კამერამ 7,1 მაგნიტუდის ბიძგები დააფიქსირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალიფორნიაში, რამდენიმე დღის ინტერვალით, 2 უძლიერესი მიწისძვრა მოხდა - ავტომობილში დამონტაჟებულმა კამერამ 7,1 მაგნიტუდის ბიძგები დააფიქსირა

აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობების ნაწილი. გაზის მილების დაზიანების შედეგად, ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ბიძგები იგრძნობოდა ნევადას შტატის ქალაქ ლას-ვეგასიდან ლოს-ანჯელესამდე - წყნარი ოკეანის სანაპირომდე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.