loader

პირდაპირ ეთერში ადევნეთ თვალყური "თავისუფლების მარშის" მსვლელობას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირ ეთერში ადევნეთ თვალყური "თავისუფლების მარშის" მსვლელობას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ

არლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ მსვლელობას მართავენ. ორგანიზატორების განცხადებით, "თავისუფლების მარშის" მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენებენ ერთადერთ მოთხოვნას - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

მსვლელობას "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეურთდნენ.

მსვლელობის გამო, ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია თავისუფლების მოედანზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, "თავისუფლების მარში" ყოველი კვირის ბოლოს გაიმართება, ხვალ კი, პარლამენტის შენობის წინ განთავსებული სცენა, მწერლებსა და პოეტებს დაეთმობა.