loader

საზარელი ავარია რუისთან - გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ავარია რუისთან - გარდაცვლილია 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი

რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული 14 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს, 16 წლის გოგონა გორის კლინიკის რეანიმაციაში რჩება. მძიმე მდგომარეობაშია ავარიაში დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე.

„14 წლის ბიჭს აღენიშნება კიდურების მრავლობითი მოტეხილობა, მენჯის ძვლების მოტეხილობა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, იგეგმება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, რაც შეეხება 16 წლის გოგონას, მას ხერხემლის ტრავმა აქვს მიღებული“, - განაცხადა ,,გორმედი“-ს კლინიკურმა დირექტორმა დავით ყაზაიშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე მოხდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ია თინიკაშვილი

ასევე იხილეთ: უკიდურესად დამძიმდა რუისთან ავტოავარიის დროს დაშავებული მოზარდის მდგომარეობა, მას სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლი