loader

"უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია" - გია ვოლსკის საგანგებო ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში", გიორგი გაბუნიას მონოლოგთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია" - გია ვოლსკის საგანგებო ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში", გიორგი გაბუნიას მონოლოგთან დაკავშირებით

პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ვოლსკი აცხადებს, რაც გუშინ აღნიშნული ტელეკომპანიის ეთერში გავიდა, ბინძური პოლიტიკური პროვოკაციაა.