loader

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეთა თავზე, დრონის საშუალებით, LGBTQ-დროშა აფრიალდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეთა თავზე, დრონის საშუალებით, LGBTQ-დროშა აფრიალდა

პარლამენტთან, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის თავზე ლგბტ დროშა ფრიალებს. დროშა ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა და ის აქციის მონაწილეთა თავზე ამ დრომდე, დრონის საშუალებით ფრიალებს.

ლგბტ თემის დროშის გამოჩენას აქციის მონაწილეთა მხრიდან ხმაური და გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის ლევან ვასაძემ ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან მათი თქმით, "ეს ისეთი არაფერია".

"მათ არასოდეს არაფერი გამოუვათ არც ერთ დროსა და პერიოდში. მაქსიმუმ ასე, სათამაშოებით გამოხატონ ეს ყველაფერი," - განაცხადა ლევან ვასაძემ.