loader

რა ხდება ვალუტის ჯიხურებში მას შემდეგ, რაც ლარი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ვალუტის ჯიხურებში მას შემდეგ, რაც ლარი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს.

უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის „საქართველოს ბანკში“ მოქალაქეებს 1 დოლარის შეძენა 2.971 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს ღირებულებას, მისი ყიდვა 3.346 ლარადაა შესაძლებელი.

„თიბისი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.9800 ლარად შეძლებენ, ევროს ყიდვას კი 3.3450 ლარად.

„ლიბერთი ბანკში“ 1 დოლარის შეძენა მოქალაქეს 2.972 ლარი, ევროს ყიდვა კი 3.35 ლარი დაუჯდება.

ბანკ „ქართუში“ 1 დოლარის შეძენა 2.9400 ლარადაა შესაძლებელი, 1 ევროს კი მოქალაქეები 3.2850 ლარად იყიდიან.



ავტორი: ქრისტინე ასლამაზაშვილი