loader

ვლადიმერ პუტინი გიორგი გაბუნიას სკანდალურ მონოლოგს გამოეხმაურა და სანქციების დაწესების საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინი გიორგი გაბუნიას სკანდალურ მონოლოგს გამოეხმაურა და სანქციების დაწესების საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „რუსთავი2“ -ის წამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, გაბუნიასთვის „დიდ პატივად“ აფასებს. ამის შესახებ პუტინმა დუმის იმ დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც ფიქრობენ, რომ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას და მისი რუსეთში ექსტრადიცია მოხდეს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, არ ღირს სანქციების შემოღება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში აქეზებს ხალხი, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ ვნებენ ქვეყანას.
„მე ამას არ გავაკეთებდი ქართველი ხალხის პატივისცემის გამო", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სანციებზე საუბრისას.