loader

პუტინი: თავის დროზე მე ვარწმუნებდი სააკაშვილს... ამერიკელებს იგივეს ვეუბნებოდი - მეთანხმებოდნენ: "კი, კი" და რა ქნეს?! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პუტინი: თავის დროზე მე ვარწმუნებდი სააკაშვილს... ამერიკელებს იგივეს ვეუბნებოდი - მეთანხმებოდნენ: "კი, კი" და რა ქნეს?!

თავის დროზე მე ვარწმუნებდი სააკაშვილს, ვეუბნებოდი მას, მიხეილ ნიკოლოზის ძევ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მიმართ. ამერიკელებსაც იგივეს ვეუბნებოდი. მეთანხმებოდნენ - კი, კი არავითარ შემთხვევაში და რა ქნეს? - წავიდნენ იქ ომით და შედეგი დღეს ეს ცნობილია, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინბურგში მყოფ პუტინს რუსული მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ დაუსვეს შეკითხვა, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პასუხის გასაცემად საჭირო იყო „წარსულში, ისტორიაში ჩახედვა“.