loader

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად კი სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ვიდეოში გამოყენებულია "აჭარის ტელევიზიის" ფოტოები.



ავტორი: მარიკო კეკელიძე