loader

20 წუთიანი შტორმის შედეგად, კუნძულ ჰალკიდიკიზე 6 ადამიანი დაღუპა, ხოლო 30 დაშავდა - კადრები ქართველი ტურისტების ფავორიტი კურორტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

20 წუთიანი შტორმის შედეგად, კუნძულ ჰალკიდიკიზე 6 ადამიანი დაღუპა, ხოლო 30 დაშავდა - კადრები ქართველი ტურისტების ფავორიტი კურორტიდან

საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონში შტორმის შედეგად ექვსი ტურისტი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. ძლიერი სეტყვა, ქარი და წვიმა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ტურისტები კუნძულ ჰალკიდიკიზე, რომელიც ქალაქ სალონიკთან ახლოს მდებარეობს, შტორმში მოყვნენ. დაღუპულებს შორის ორი ჩეხი, ორი რუმინელი და ორი რუსია.

რეგიონში მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონაში 100-ზე მეტი მაშველი მუშაობს. სამოქალაქო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონში სტიქიას "უპრეცედენტო ფენომენი" უწოდა.

ძლიერი შტორმი საბერძნეთში რეკორდულად მაღალ ტემპერატურას მოჰყვა. ბოლო დღეების განმავლობაში საბერძნეთის ცენტრალურ რეგიონებში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.