X
რა ხდებოდა წერეთელზე, სადაც მძღოლმა ჯერ ქვეითი გაიტანა, შემდეგ კი "მარშრუტკას" დაეჯახა და იქ მჯდომი მგზავრის დაშავება გამოიწვია - თვითმხილველის გადაღებული კადრები
15:55 / 11-07-2019
როგორც Palitravideo.ge-ს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი, რომელიც მაღალი სიჩაქარით მოძრაობდა, ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ამის შემდეგ აღნიშნული მსუბუქი მანქანა ყვითელ მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შედეგადაც ყვითელ მიკროავტობუსში მჯდომი მგზავრი დაშავდა.

"ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი რომელიც წერეთლის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ჯერ გზაზე მიმავალი ქალბატონი გაიტანა, რის შემდეგაც უკნიდან დაეჯახა მიკროავტობუსს, რის გამოც დაშავდა მიკროავტობუსის მგზავრო რომელიც შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის სამსახური, რომლის წარმომადგენლებმაც ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი ექსპერტიზის ცენტრში გადაიყვანეს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სატრანსპორტო კომპანიაში.

როგორც  Palitravideo.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ტეგები:
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომა ისე გახსნა, რომ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლაზე - რაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ
რას ამბობს იმ სალობიეს მფლობელი, რომელშიც გასულ ღამეს სალომე ზურაბიშვილი ლობიოს ჭამდა
მომენტი, როცა სოხუმში "კანონიერი ქურდები" ჩაცხრილეს - ვიდეოთვალის კადრები
"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის რომ კიევში ჩამოვიდნენ" - გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი კიევში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გიორგობას აღნიშნავენ